პერგოლის ტიპის დაჩრდილვის სისტემა LIDIA ეს არის ვერტიკალური პროექციის ტენტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიკით,იგი უზრუნველყოფს დაცვას ამინდის პირობებისგან, როგორიცაა წვიმა და ქარი. ტენტზე მუშაობა შესაძლებელია ხელით ან ავტომატურად ძრავის ფუნქციით. გვერდითი ვერტიკალური გიდები არის ჩოთქებით, რომელშიც ტენტი არის „იზოლირებული“ და დაშვების დროს ეკვრის იატაკს, ისე მუშაობს, რომ ჰაერი არ გადის. ამ კონკრეტული ტიპის ტენტების ასაწყობად შეგიძლიათ აირჩიოთ გამჭვირვალე (ჟელატინი), პერფორირებული ბანერი ან ტენტის ქსოვილი. ჩარჩო დამზადებულია ელექტროსტატიკურად შეღებილი ალუმინისგან თქვენთვის სასურველ ფერში (RAL) და სურვილის შემთხვევაში გაძლევთ ხის იმიტაციას. მაქსიმალური ზომა: 5,0 მ x 3,20 მ სიმაღლე 24 კვ/მ-ს.